imgimgimg
წიგნის გვერდი
სინათლე ოკეანეებს შორის
აღწერა :
დასავლეთის ფრონტზე გატარებული ოთხი საზარელი წლის შემდეგ ტომ შერბურნი ავსტრალიაში ბრუნდება და იანუს-როკზე შუქურას ზედამხედველად იწყებს მუშაობას. კუნძული კონტინენტიდან ნახევარი დღის სავალზეა. ამ იზოლირებულ კუნძულზე ტომს ახალგაზრდა, გაბედული და მოსიყვარულე ქალი, იზაბელი, მოჰყავს ცოლად. წლები გადის და ცოლ- ქმარს შვილი არ ეძლევა. ერთ მშვენიერ დღეს იზაბელი ბავშვის ტირილს გაიგონებს, რომელიც ქარს მოაქვს. ნავი კუნძულზეა გამორიყული, ზედ კი გარდაცვლილი კაცი და მტირალი ჩვილია. ტომს, რომელსაც ზედმიწევნითი სიზუსტით შეაქვს სავახტო ჟურნალში ყველა მონაცემი და ომი მის ზნეობრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება, სურს, დაუყოვნებლივ აცნობოს კონტინენტს ბავშვის შესახებ, მაგრამ იზაბელი დაიჟინებს,
რომ გოგონა "უფლის საჩუქარია" და ქმრის ნების წინააღმდეგ დაიტოვებს. ბავშვს ლიუსის არქმევენ და ღვიძლ შვილად ასაღებენ. როდესაც ლიუსი ორი წლის ხდება, ოჯახი ბრუნდება კონტინენტზე, სადაც რეალობა შეახსენებს, რომ ამქვეყნად, მათ გარდა, სხვა ადამიანებიც არსებობენ.
კატეგორია :
მხატვრული,
ფასი :
50 ნერგი
წიგნები
ქულები
ვიდეოები
მე-4 საჯარო სკოლა პროექტ მაკულიტერატურაში” ჩაერთო და საჩუქრად წიგნები მიიღო
მაკულიტერატურა
მაკულიტერატურა გადარჩენილი ხეები გადარჩენილი წიგნები