imgimgimg
წიგნის გვერდი
მოსამსახურე
აღწერა :
ქეთრინ სთოქეთი ამერიკის სამხრეთში, მისისიპის შტატში,ქალაქ ჯექსონში დაიბადა. სწორედ ჯექსონში ვითარდებამოქმედება მის რომანში „მოსამსახურე“. ალაბამის უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის შესწავლის შემდეგ ოცდახუთი წლის ქეთრინ სთოქეთი ნიუ-იორკში გადავიდადა თექვსმეტი წლის განმავლობაში საგამომცემლო მარკეტინგსა და ჟურნალისტიკაში მუშაობდა. ამჟამად მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ატლანტაში ცხოვრობს.„მოსამსახურე“ მისი პირველი რომანია, რომელსაც ხუთი წლის განმავლობაში წერდა და მერე დიდხანს სთავაზობდა ლიტერატურულ აგენტებს, მაგრამ ამაოდ,  მიაჩნდათ, რომ ავტორი, რომელიც ასეთ ფაქიზ თემაზე ესოდენ უკომპრომისოდ წერს, განწირული იყო კრახისთვის. საბედნიეროდ, რომანის გამოცემა ერთმა პატარა გამომცემლობამ ითავა და წიგნი გამოსვლისთანავე, 2009 წლის მარტში, ბესტსელერად იქცა.2009 წელს „მოსამსახურე“ მკითხველებმა „წლის წიგნად“აღიარეს. 2011 წელს წიგნის 5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.დღეს ის 40 ენაზეა თარგმნილი და მათ რიცხვს, ორმოცდამეერთედ, ქართული თარგმანიც შეემატება.2011 წელს ქეთრინ სთოქეთის რომანის ეკრანიზაციამ რეჟისორ თეით ტეილორსა და მინის როლის შემსრულებელ ოქტავია სპენსერს არაერთი ჯილდო მოუტანა: 2012 წელს დრამა „მოსამსახურე“ - როგორც საუკეთესო ფილმი, ხოლო მეორეხარისხოვანი ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოქტავია სპენსერი „ოქროს გლობუსით“ დააჯილდოეს,იმავე წელს მსახიობი იმავე ნომინაციაში „ოსკარის“ მფლობელიც გახდა.
კატეგორია :
მხატვრული,
ფასი :
50 ნერგი
წიგნები
ქულები
ვიდეოები
მაკულიტერატურა გადარჩენილი ხეები გადარჩენილი წიგნები
მაკულიტერატურა
მე-4 საჯარო სკოლა პროექტ მაკულიტერატურაში” ჩაერთო და საჩუქრად წიგნები მიიღო