imgimgimg
პროექტის შესახებ
#გაცვალემაკულატურაწიგნებში  პალიტრა L-ის კამპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ბიზნეს სექტორზე და გულისხმობს კომპანიების ჩართულობითა და მხარდაჭერით ბუნების გაფრთხილებისკენ მიმართული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას. კომპანიები მაკულატურის ჩაბარებით იზიარებენ იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც საზოგადოებისა და გარემოს წინაშე აკისრიათ და ასევე აქვთ შესაძლებლობა გამოუსადეგარი მასალების გაცვლით საჩუქრად პალიტრა L-ის წიგნები მიიღონ.
პროექტის მიმდინარეობის პერიოდში იგეგმება სხვადასხვა სახის აქტივობები, მათ შორის ყველაზე აქტიური კომპანიების გამოვლენა თვეების განმავლობაში და „თვის კომპანიის“ სახელწოდების მინიჭება. თითოეული კგ მაკულატურის შესაბამისად კომპანიის ბარათზე დაირიცხება 1 ნერგი. კამპანიის დასრულების შემდეგ დაჯამდება თვეების განმავლობაში დაგროვებული ნერგების რაოდენობა და გამარჯვებული სამი კომპანიის სახელზე დაირგება ნერგები.

წესები და პირობები:

  • კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიულ პირებს
  • კომპანია მაკულატურის ტრანსპორტირებას ახდენს თავად წერეთლის 116 ნომერში არსებულ მიმღებ პუნქტში ან სარგებლობს ჩვენი ფასიანი მომსახურებით
  • მაკულატურის ჩაბარება ხდება თვის ნებისმიერ პერიოდში და ყოველი თვის ბოლოს ჯამდება მიღებული რაოდენობა
  • ნერგები საიტზე განთავსებულია როგორც თვის, ასევე საერთო ჯამში მიღებული რაოდენობის მიხედვით
09 აგვისტო, 2018 წ.
ვიდეოები
მაკულიტერატურა გადარჩენილი ხეები გადარჩენილი წიგნები
მე-4 საჯარო სკოლა პროექტ მაკულიტერატურაში” ჩაერთო და საჩუქრად წიგნები მიიღო
მაკულიტერატურა