პროექტის შესახებ

გამომცელობა პალიტრა L პროექტით „მაკულიტერატურა“ რამდენიმე მიზანს ისახავს:

  • შევინარჩუნოთ გარემო - უამრავი ქაღალდი , ჟურნალი, წიგნი და ა.შ. გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში, რომელიც აღარ გვჭირდება. მეორეული  ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას.
  • სკოლებს მივცეთ საშუალება გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ წიგნებში და შეავსონ ბიბლიოთეკა.

„მაკულიტერატურის“ ოფისები მდებარეობს საქართველოს სამ ქალაქში: რუსთავი, თბილისი, ქუთაისი. ამ პუნქტებში შესაძლებელია მაკულატურა გადაიცვალოს ნერგებში, რომლითაც ახალ წიგნებს შეარჩევთ.

სწორე ამ სამ ქალაქში გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა სკოლებს შორის შეჯიბრება - შეგროვებული მაკულატურის სანაცვლოდ ყველა სკოლა მიიღებს ახალ წიგნებს ბიბლიოთეკისთვის, გამარჯვებული 10 სკოლის მოსწავლეებს კი საშუალებას მივცემთ დარგონ ხეები. როგორც იცით, ხეები წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა აქვს. ხეების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასახლებული პუნქტებისთვის (ქალაქები, ადმინისტრაციული ცენტრები და სხვა).

გვინდა მოსწავლეებს  მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ წიგნის წარმოებისთვის უამრავი ხე იჭრება, ყოველი მოჭრილი ხე კი ბუნებისთვის დიდი დანაკარგია. თუმცა, ქაღალდის წარმოება მეორეული ქაღალდითაც არის შესაძლებელი ანუ -  ხეების მოჭრის ნაცვლად ვაბარებთ მაკულატურას და ამით ვინარჩუნებთ მეტ სუფთა ჰაერს!

მონაწილეობის წესები და პირობები:

  • პროექტი გაგრძელდება ორი თვე: თებერვალი, მარტი.
  • სკოლა უნდა დარეგისტრირდეს ბმულზე, მიუთითოს ქალაქი, სკოლის დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა, სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა.
  • ინფორმაცია გადამოწმდება  და აისახება საიტზე.
  • სკოლას შესაძლებლობა ექნება შეამოწმოს, როგორც მიმდინარე თვის, ასევე ჯამური რეიტინგი, რომელიც გამოისახება ნერგებში.
  • სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით დაჯამდება შედეგები: 1 მოსწავლე= 1 ნერგს ,  1 ნერგი კი არის 1 კგ მაკულატურა. მაგ. თუ სკოლაში 500 მოსწავლეა, მან 2 თვის განმავლობაში უნდა ჩააბაროს  მინიმუმ 500 კგ მაკულატურა. თუ ამ ნორმაზე მეტს ჩააბარებს, მიეცემა შანსი მოხვდეს გამარჯვებულ 20 სკოლას შორის.  შედეგები დაითვლება პროპორციულად, შესაბამისად, ყველა სკოლას ექნება გამარჯვების საშუალება და არ იქნება დამოკიდებული სიდიდესა და მოსწავლეთა რაოდენობაზე. თბილისში გამოვლინდება 10 გამარჯვებული სკოლა, რუსთავსა და ქუთაისში კი 5-5.
  • ის სკოლები, რომლებიც ოცეულში ვერ მოხვდებიან ,მაგრამ გეგმას გადააჭარბებენ, დაგროვებული ნერგები გაორმაგდება, შესაბამისად უფრო მეტ წიგნს მიიღებენ ბიბლიოთეკისთვის.
  • ყოველი თვის ბოლო კვირაში ავტომანქანა ჩამოივლის სკოლებს და ჩაიბარებს მაკულატურას, ის აიწონება და კილოგრამები გადაიცვლება ნერგებში.
  • მარტის ბოლოს გამოვლინდება 20 გამარჯვებული სკოლა, შეირჩევა წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენთან ერთად შერჩეულ ლოკაციაზე დარგავენ მისი სახელობის ხეებს და გაამწვანებენ გარემოს.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს