ქრაუნ პლაზა
ქრაუნ პლაზა
მისამართი: ბარათაშვილის 9, 1200 ბორჯომი/
ტელეფონი: 032 2 221 221
ელ-ფოსტა info@cpborjomi.com
მიმდინარე თვის
რეიტინგი:
238
Crowne Plaza მსოფლიოში ცნობილ საკურორტო ქალაქ ბორჯომში, ეროვნულ პარკთან ორიოდე ნაბიჯში მდებარეობს. კურორტი ბორჯომი უნიკალურია მსოფლიოში არამარტო თავისი ბუნებრივი თბილი მინერალური წყლებით და გოგირდის აბანოებით, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კლიმატით, წიწვოვანი და შერეული ტყეებით.

Crowne Plaza ბორჯომში სტუმრებს ორი რესტორანი, ლობი ბარი და ღვინის ბარი მასპინძლობს. დამატებითი სერვისები მოიცავს ქლაბ ლაუნჯს, ბავშვთა ოთახს კინოთეატრით, იოგას დარბაზსა და სატრენაჟორო დარბაზს.

ყველა სტუმარს უფასოდ შეუძლია ბორჯომის ცენტრალურ პარკში და გოგირდის აბანოებზე შესვლა. ბორჯომის წყალი კი პირდაპირ სასტუმროს ეზოში მოედინება.

ბორჯომის რეგიონის სამკურნალო თვისებებს ემატება  სასტუმროს სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომლის ანალოგიც სამხრეთ კავკასიაში არ არსებობს. მას 2400 კვ.მეტრი უჭირავს და 22 სხვადასხვა სახის ექსკლუზიურ პროცედურას სთავაზობს სტუმრებს.

ეს ყველაფერი ქმნის ადგილს, რომელიც ბუნების, სტუმართმოყვარეობის, ადამიანებისა და კომფორტის შესანიშნავი ერთობლიობაა.
მონაწილეების რეიტინგი