ჩვენ შესახებ

გაცვალე მაკულატურა წიგნებში პალიტრა L-ის კამპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ბიზნეს სექტორზე და მის მიზანს არსებული რესუსის გამოყენება და გარემოს გაფრთხილება წარმოადგენს.

მაკულატურის სათანადოდ გამოყენება და გარემოზე ზრუნვა კომპანიების სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ დიდ პროცესში მარტივად მონაწილეობას კომპანიებს პალიტრა L სთავაზობს. გამომცემლობამ პროექტის „გაცვალე მაკულატურა წიგნებში“ ფარგლებში დაიწყო ახალი კამპანია, რომელიც კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას ეძღვნება.

„გაცვალე მაკულატურა წიგნებში“ განსაკუთრებით საინტერესოა კომპანიებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად უამრავ ქაღალდს იყენებენ. „მათ უსარგებლო მაკულატურის ჩაბარებით ბიბლიოთეკის გამდიდრების შესაძლებლობას ვთავაზობთ. ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ ისინი შესაბამისი რაოდენობის წიგნებს მიიღებენ საჩუქრად. აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალურად ამ პროექტისთვის გამოყოფილი წიგნების ნუსხაში წარმოდგენილია არაერთი საინტერესო და თანამედროვე გამოცემა“ - განმარტავს პალიტრა L-ის მარკეტინგის მენეჯერი თაკო ახვლედიანი.

კამპანიის ფარგლებში კომპანიებს შეუძლიათ ძველი ქაღალდების, წიგნებისა და სხვა მაკულატურის გაცვლით მიიღონ საჩუქრად პალიტრა L-ის წიგნები. თითოეულ კილოგრამ მაკულატურას შეუძია გადაარჩინოს ხე და დაიცვას გარემო.

თვის განმავლობაში მაკულატურის ჩაბარებით ლიდერი კომპანია მიიღებს „თვის კომპანიის“ სახელს, ხოლო კამპანიის დასრულების შემდეგ შეიკრიბება თითოეული კომპანიის ჩაბარებული მაკულატურის რაოდენობა თვეების მიხედვით და გამარჯვებული სამი კომპანიის სახელზე დაირგება ხეები.

წესები და პირობები:

  • კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძიათ იურიდიულ პირებს
  • მაკულატურის ჩაბარება ხდება თვის ნებისმიერ პერიოდში და თვის ბოლოს ჯამდება მიღებული რაოდენობა.
  • ნერგები საიტზე განთავსებულია როგორც თვის, ასევე საერთო ჯამში მიღებული რაოდენობის მიხედვით.
  • კომპანია მაკულატურის ტრანსპორტირებას ახდენს თავად ან სარგებლობს ჩვენი ფასიანი მომსახურებით.

ჩაბარების პუნქტებია:

თბილისი - წერეთლის 116

ქუთაისი - ავეჯის კომბინატი, სულხან საბას 2/გუგუნავას 5

რუსთავი - მე-16 მიკრო, მეშვიდე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, ენერგოპროს გვერდით

  • 200 კგ ან მეტი რაოდენობის მაკულატურის ჩაბარების შემთხვევაში თბილისის მასშტაბით ტრანსპორტირება არის უფასო.
  • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:30, შაბათ-კვირის გარდა


რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული

მონაწილეების რეიტინგი