ნიუ ჰოსპიტალსი
ნიუ ჰოსპიტალსი
მისამართი: კრწანისის 12
ტელეფონი: 2 190 190
მიმდინარე თვის
რეიტინგი:
0
"ნიუ ჰოსპიტალსი" ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, 150 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰოსპიტალი ყოველდღიურად ასეულობით პაციენტს ემსახურება.

ჩვენი მისია
ჩვენი მისია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯებესებაა. ჩვენი სურვილია თითოეული პაციენტი უზრუნველვყოთ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საუკეთესო სამედიცინო მომსახურებით, რაც ხელს შეუწყობს მათ გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი და დაუბრუნდნენ აქტიურ ცხოვრებას.

ჩვენი ხედვა
ჩვენ ვცდილობთ ღირებული სამედიცინო კომპეტენციისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების მეშვეობით გავაუმჯობესოთ საქართველოში ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების ხარისხი და შევინარჩუნოთ ქყვეყნის მასშტაბით საუკეთესო ჰოსპიტალის ღირსეული ადგილი.

ჩვენი ფასეულობები
ჩვენი, როგორც ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი მიზანი პაციენტის კეთილდღეობაა, რასაც ხარისხიანი მომსახურებით, პროფესიონალიზმით, პაციენტების მიმართ გულისხმიერებით და თითოეული დეპარტამენტის კეთილსინდისიერი ოპერირებით ვაღწევთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მომავალზე ორიენტირებულ, უმაღლესი სტანდარტების სამედიცინო მომსახურებას.
ჩვენი მთავარი უპირატესობა უდიდეს სამედიცინო კომპეტენციასა და ულტრათანამედროვე ტექნიკურ აღჭურვილობაშია. ჩვენ გვჯერა, რომ კავშირი ტექნოლოგიასა და სამედიცინო კომპეტენციას შორის განუყოფელია. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია უზრუნველვყოთ უმაღლესის სტანდარტების სამედიცინო მომსახურება.

კომპეტენცია მკურნალობის პროცესში
კომპეტენცია მკურნალობის პროცესში აუცილებელი კომპონენტია ჯანდაცვის პროცესების წარმატებით სამართავად. ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სწორედ ეფექტურ სამედიცინო გადაწყვეტილებებს ეფუძნება.

პაციენტზე მორგებული მომსახურება
ჩვენი თითოეული პაციენტი საიმედო ხელშია. ჩვენ ვითვალისწინებთ და ვაკმაყოფილებთ პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს. პაციენტი ექიმების მზრუნველობისა და ყურადღების ცენტრშია მკურნალობის ყველა საფეხურზე და თავად არის ჩართული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში. გვესმის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა უძვირფასესია, ამიტომ ვეხმარებით თითოეულ პაციენტს, გაიუმჯობესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაუბრუნდეს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. პაციენტის საუკეთესო მკურნალობის უზრუნველსაყოფად ჩვენი ყველა განყოფილება მულტიდისციპლინარული მიდგომით მუშაობს. ჩვენ მივმართავთ ინტეგრირებული ზრუნვის მოდელს, რაც ექიმებისა და ექთნების გუნდურ, შეთანხმებულ მოქმედებას გულისხმობს.
ხარისხი
სამედიცინო სერვისების ხარისხის მართვა მნიშვნელოვანი პროცესია. სწორედ ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვახდენთ მომსახურების ხარისხის მონიტორინგს და ვმუშაობთ მის გასაუმჯობესებლად. ამასთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის წამყვან კლინიკებთან, რის შედეგადაც მუდმივად ვნერგავთ უახლეს ევროპულ სტანდარტებს პაციენტებზე ზრუნვისა და მათი მომსახურების პროცესებში.
პროფესიონალიზმი და ევროპული გამოცდილება
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო სამედიცინო მომსახურება მხოლოდ ექიმების პროფესიონალიზმით და გამოცდილებით მიიღწევა. ამიტომაც, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე და უზრუნველვყოფთ მათთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებს ქვეყნის შიგნით თუ მის საზღვრებს გარეთ. ამასთან, ვთანამშრომლობთ ევროპული გამოცდილების მქონე პროფესიონალ ექიმებთან, რომლებიც კლინიკის სხვადასხვა დეპარტამენტში არიან დასაქმებული და მონაწილეობას იღებენ პაციენტების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცესებში.
გარემო და უსაფრთხოება
ჩვენი სურვილია, პაციენტებმა არა მხოლოდ მიიღონ საუკეთესო მკურნალობა, არამედ ჰოსპიტალში თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნონ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ჰოსპიტალის ინფრასტრუქტურა შექმნილია გერმანული სტანდარტების მიხედვით, რომლის ანალოგი საქართველოს მასშტაბით არ არსებობს.
ჰოსპიტალში არსებული ვენტილაციის უმაღლესი ხარისხის სისტემა უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადების მართვას და ფილტრაციას, ასევე ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირებას, რაც უმნიშვნელოვანესია სადიაგნოსტიკო და სამკურნალო წარმატებული ოპერირებისთვის.
ჰოსპიტალი აღჭურვილია სახანძრო და საგანგებო სიტუაციების უსაფრთხოების სისტემით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტებისა და ჰოსპიტალის თანამშრომლების დაცულობას საგანგებო სიტუაციის არსებობის შემთხვევაში. სისტემა დანერგილია ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით და მუდმივად გამართულია პოტენციური საფრთხის აღმოსაფხვრელად.
მეტი უსაფრთხოებისთვის, ჰოსპიტალს გააჩნია ელექტრომომარაგების საკუთარი სისტემა, რაც წარმოადგენს მისთვის ელექტროობის უწყვეტი მიწოდების წყაროს და შესაბამისად სრულიად აღმოფხვრის რისკს, რაც შესაძლოა პაციენტებს შეექმნათ ელექტრომომარაგების შეწყვეტის შედეგად.
ჰიგიენა და ჰოსპიტალური ინფექციების პრევენცია
ბიოლოგიური დაბინძურების და ჰოსპიტალური ინფექციის გავრცელების პრევენცია ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ჩვენთვის. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაციული პროცესები მკაცრად ექვემდებარება გაიდლაინებს და სტანდარტებს. ვენტილაციის და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებთან ერთად, ჰოსპიტალს გამოარჩევს წყლის ფილტრაციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემები, რაც მნიშვნელოვანია ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტების დასაცავად. ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების მონიტორინგს, რის შედეგადაც ხდება პოტენციურად სახიფათო პროცედურების გამოვლენა და ზიანის პრევენცია.
ულტრათანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობა
ჩვენ ინვესტირებას ვახდენთ თანამედროვე ტექნოლოგიებში. „ნიუ ჰოსპიტალსი“ აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, რომლის საშუალებას გვაძლევს პაციენტებს გავუწიოთ საუკეთესო სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მომსახურება.
საუკეთესო დამსაქმებელი
ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია და გვსურს ვიყოთ საუკეთესო დამსაქმებელი მათთვის. საუკეთესო სამუშაო გარემოს შესაქმნელად ვითვალისწინებთ თანამშრომლების ინდივიდუალურ საჭიროებებს, ვადგენთ მათთვის მისაღებ სამუშაო საათებს, ვთავაზობთ გრძელვადიან სამუშაო ხელშეკრულებებს, ვაძლევთ პროფესიული ზრდის შესაძლებლობას და უზრუნველყოფთ მათ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
მონაწილეების რეიტინგი