ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 76ბ, თბილისი 
ტელეფონი: 32 2 30 22 53
ელ-ფოსტა contact@cync.ge
მიმდინარე თვის
რეიტინგი:
0
სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის რეალიზაციის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2007 წელს შეიქმნა სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი".
სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, პიროვნული, პროფესიული და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ბავშვებთან და ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა; ბავშვებსა და ახალგაზრდებში პატრიოტული ღირებულებების გაღრმავება, გარემოს დაცვის, სამოქალაქო ფასეულობების, არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია; განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობა; ბავშვებისა და ახალგაზრდობისათვის თავისუფალი დროის ორგანიზება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ბავშვებისა და ახალგაზრდობის შემეცნებით-შემოქმედებითი და დასვენება-გაჯანსაღების ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება (მათ შორის ბანაკების მოწყობა), ბავშვთა და ახალგაზრდული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობის, სოლიდარობის, ტოლერანტობისა და ევროპული თანამშრომლობის პოპულარიზაცია;
მონაწილეების რეიტინგი