imgimgimg
წიგნის გვერდი
ეშმაკნი 2
აღწერა :
"ეშმაკნი" ფიოდორ დოსტოევსკის რიგით მეექვსე, ყველაზე პოლიტიზირებული რომანია. იმ დროისთვის მას უკვე დაწერილი აქვს "მკვდარი სახლის ჩანაწერები", "იატაკქვეშეთის ჩანაწერები", "დანაშაული და სასჯელი", "იდიოტი", მაგრამ მწერალს არ ტოვებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. მისივე აღიარებით, ის ჯერ მხოლოდ ემზადება მომავალი, მთავარი ნაწარმოების შესაქმნელად... სწორედ ამ დროს რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება სერიოზული ძვრები, რაც დოსტოევსკის აიძულებს დაიწყოს ახალი ტექსტის წერა, რომელიც სულაც არაა ჩაფიქრებული იმ "მთავარ ნაწარმოებად". ავტორი გეგმავს დაუყოვნებლივ გამოეხმაუროს მიმდინარე მოვლენებს, თუნდაც პამფლეტის სახით გამოთქვას თავისი შეხედულებები, მაგრამ ხდება სხვაგვარად: ტექსტი თანდათან იზრდება, ემატება ახალი პერსონაჟები, რთულდება სიუჟეტური განვითარება... საბოლოოდ სახეზეა უმნიშვნელოვანესი რომანი - რომანი-წინასწარმეტყველება, რომანი-გაფრთხილება, რომლითაც ავტორი წინასწარმეტყველებს მომავალ სოციალურ კატასტროფებს და სისხლიან რევოლუციებს, რასაც შემდეგ ისტორიაც დაადასტურებს.
ავტორი :
ფიოდორ დოსტოევსკი
კატეგორია :
მხატვრული,
ფასი :
60 ნერგი
წიგნები
ქულები
ვიდეოები
მაკულიტერატურა
მე-4 საჯარო სკოლა პროექტ მაკულიტერატურაში” ჩაერთო და საჩუქრად წიგნები მიიღო
მაკულიტერატურა გადარჩენილი ხეები გადარჩენილი წიგნები