imgimgimg
ჩვენ შესახებ
წიგნის წარმოებისთვის უამრავი ხე იჭრება, ყოველი მოჭრილი ხე კი ბუნებისთვის დიდი დანაკარგია. თუმცა, ქაღალდის წარმოება მეორეული ქაღალდითაც არის შესაძლებელი, ამიტომ ”პალიტრა მედიამ” ამ პროექტის წამოწყებით რამდენიმე მიზანი დაისახა:

• შევინარჩუნოთ გარემო - უამრავი ქაღალდი , ჟურნალი, გაზეთი, წიგნი და ა.შ. გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში, რომელიც აღარ გვჭირდება. მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას.
• წიგნის მოყვარულებს მიეცეთ საშუალება გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ და საინტერესო წიგნებში.

პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩააბაროს მაკულატურა(ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები, ჟურნალ-გაზეთები) და სანაცვლოდ ახალი წიგნები მიიღოს.  არ ბარდება ( მუყაო,  ცელოფნის ფაილი, ბაინდერი). სქელყდიან წიგნებს აკლდება 15 % წონის.
ახალი წიგნის მიღებისთვის საჭიროა მინიმუმ 10 კგ მაკულატურა. მაკულატურის ჩაბარებისას მიიღებთ ელექტრონულ ”ნერგი ბარათს”, რომელზეც დაგერიცხებათ მაკულატურის ჩაბარებული კილოგრამების შესაბამისი ”ნერგების” ერთეული. (1კგ=1ნერგს)

დაგროვილი ნერგები გაძლევთ საშუალებას გაცვალოთ ისინი შესაბამისი საფასურის, პროექტისთვის გამოყოფილ ახალ წიგნებში (წიგნების ფასიც ნერგებში აისახება).

მაკულატურის ჩაბარება და წიგნების გაცემაც მოხდება ქიზიყის ქუჩა 50 ბ დან.


სამუშაო საათები:

  • სამშაბათი - პარასკევი 10:00 სთ -დან 17:00 სთ -მდე
  • შაბათი 10:00 სთ -დან 15:00 სთ -მდე
  • კვირა, ორშაბათი დასვენება


წიგნები
ქულები
ვიდეოები
მაკულიტერატურა
მაკულიტერატურა გადარჩენილი ხეები გადარჩენილი წიგნები
მე-4 საჯარო სკოლა პროექტ მაკულიტერატურაში” ჩაერთო და საჩუქრად წიგნები მიიღო